16 April 2012

ვებპროგრამირების ენების და საჭირო თეორიული ინფორმაციის ზოგადი მიმოხილვა

HTML (HyperText Markup Language) - წარმოადგენს საიტში ძირითად აგურების ნაკრებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამული ენა და მასთან ერთად ყველაზე მარტივიც. HTML-ის საშუალებით ხდება ტექსტური კოდის გრაფიკული გარდასახვა. მიუხედავად იმისა რომ ის ძალზედ მნიშვნელოვანია, მხოლოდ HTML-ით ვერ მოხერხდება თანამედროვე ვებ გვერდის შექმნა. HTML-ში კოდი ყოველთვის იწყება "<" ნიშნით და მთავრდება ">" ნიშით. კოდებს - თაგებს ასევე ახასიათებთ დაწყვილება, ანუ მაგალითად <div> თაგი არ ითვლება დახურულად თუ მას არ მივუწერთ </div> თაგს, ანუ უნდა დაიხუროს. div თაგი შემთხვევით არ ვახსენე. ესაა ყველაზე გამოყენებადი თაგი HTML-ში მისი მრავალხრივი შესაძლებლობების გამო.

CSS (Cascading Style Sheets) - არის ვებ გვერდზე გამოსახული ნებისმიერი ობიექტის გარკვეული სტილისტური თვისებების შემქმნელი პროგრამული ენა. HTML-სგან განსხვავებით CSS-ი სავალდებულო არაა და შეიძლება ვებ გვერდს არც კი ქონდეს. ამასთან შესაძლებელია ის იყოს როგორც ინტეგრირებული თავად გვერდში, ასევე წარმოდგენილი იყოს ცალკე ფაილად. ცალკე ფაილად წარმოდგენა გაცილებით უფრო ამარტივებს მასთან მუშაობას, თუმცა არსებობს გარკვეული სიტუაციები როცა უფრო მოსახერხებელია მისი ინტეგრირება (მაგ.: როცა მისამატებელია მხოლოდ ერთი მცირე ზომის პარამეტრი). CSS-ში კოდი ყოველთვის იწყება იმ ობიექტის ან ობიექტთა ჯგუფის დასახელებით რომელსაც შეეხება სტილისტური კოდი და შემდეგ მოყვება გამხსნელი "{" და დამხურველი "}" ნიშნები. მაგალითად:

a{color:red;} (ყველა ის ობიექტი რომელსაც აქ HTML თაგი "а" (ლინკი) იქნება წითელი ფერის)
.class{color:yellow;} (ყველა ის ობიექტი რომლის კლასი არის "class" იქნება ყვითელი ფერის)
#id{color:blue;} (ყველა ის ობიექტი რომლიეს იდენტიფიკატორი ანუ ID არის "id" იქნება ლურჯი)

PHP (Hypertext Preprocessor) - არის პროგრამირების ის ენა რომელიც სრულდება მხოლოდ სერვერზე და მისი სკრიპტების ესა თუ ის შედეგი გამოდის უკვე HTML კოდების სახით მომხმარებლის ბრაუზერში. ანუ PHP არის სერვერზე შესასრულებელი კოდი. შესაბამისად მისი მხარდაჭერა უნდა გააჩნდეს თავად სერვერს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია თუ სად გექნებათ ჰოსტი არჩეული. PHP კოდის დახმარებით ასევე ხდება მონაცემთა ბაზებთან, MySQL კავშირის დამყარება და მათი მანიპულირება.

Javascript - ესაა პროგრამული ენა რომელიც სრულდება თავად მომხმარებლის კომპიუტერში და ამიტომ სწორედ მისი დახმარებით ხდება გარკვეული მანიპულაციების ჩატარება გვერდის გადატვირთვის გარეშე. ამასთან შესაძლებელია ნამდვილი პროგრამის შექმნაც ვებ სივრცეში. Javascript-ში ძალზედ დიდი ადგილს იკავებს ფუნქციები რომლებზეც მოგვიანებით გვექნება საუბარი

No comments:

Post a Comment

შვიდი წამალი გამოფხეკილი საფულისთვის (ნაწყვეტი წიგნიდან: "ყველაზე მდიდარი ადამიანი ბაბილონში")

ბაბილონის დიდება გრძელდება .  საუკუნეების განმავლობაში მისი რეპუტაცია მოდის ჩვენთან , როგორც უმდიდრესი ქალაქებს შრის , მისი საგანძუ...