16 April 2012

დომენი და ჰოსტინგი - საიტის მისამართი და ფიზიკური განთავსების ადგილი

ნებისმიერ ვებ საიტს გააჩნია თავისი მისამართი და ესენია მაგალითად:mtvleli.tk, file.ge, google.com, wikipedia.org და ა.შ. ეს ყველაფერი არის საიტის მისამართი ანუ დომენი, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს რომ ხშირად დომენს ეძახიან ასევე იმ სუფიქსს რომელიც საიტის სახელს მოყვება ანუ ამ შემთხვევაში .ge; .com; .org და ა.შ. დომენი ძალიან მნიშვნელოვანია საიტის პრესტიჟულობის გამო თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია თუ სად იქნება თქვენი საიტის ფაილები ანუ თავად საიტი ატვირთული.

საიტის განთავსების ადგილი ანუ ჰოსტინგი არის ის სერვერი, სადაც უშუალოდ ხდება საიტის გვერდების განლაგება და საიდანც ხდება გვერდების გახსნა მომხმარებლების მიერ. ჰოსტინგი არანაკლებ მნიშვნელოვანია გვერდის გახსნის სიჩქარის გამო რაც ასევე თქვენი საიტის პრესტიჟულობასა და პოპულარობაზე აისახება.

დომენის რეგისტრაციისას მნიშვნელოვანია საიტის სახელის სწორად შერჩევა. მისამართის ლოგიკური მნიშვნელობა უნდა ემთხვეოდეს საიტში შემავალი და გადმოცემული ინფორმაციის მნიშვნელობას. ანუ არ შეიძლება საიტს დაარქვა tavisufleba.com და იყოს დამკრძალავი ბიუროს შესახებ ინფორმაცია (თუ რა თქმა უნდა მხოლოდ სიდედრების დაკრძალვას არ ემსახურება). დომენის მიხედვით ხდება თქვენი საიტის მოძიებაც სხვადასხვა საძიებო სისტემების საშუალებით, და შესაბამისად რაც უფრო პრესტიჟულია თქვენი დომენი მით უფრო აქტიურად გამოიტანს თქვენს საიტს და შესაბამისად თქვენი ვიზიტორების რაოდენობაც გაიზრდება. იმის გამო რომ მოთხოვნა პრესტიჟულ დომენებზე დიდია შესაბამისად მათ გარკვეული ღირებულებაც გააჩნია. აქედან გამომდინარე არსებობს ისეთი დომენები რომლებზეც მოთხოვნა დიდი არაა თუმცა ისინი ფასიანი არაა და ამიტომაც გარკვეული სახით მიმზიდველიცაა დამწყებთათვის. ჩემი რჩევა იქნება სწავლისათვის გამოიყენოთ ისეთი უფასო დომენი როგორიცაა .tk

ცნობისათვის: დომენი .ucoz.com საშუალებას არ იძლევა დამოუკიდებელი ვებ გვერდების შექმნისა რის გამოც სასწავლად რეკომენდირებული არაა.

ჰოსტინგი ასევე გარკვეული სახის დანახარჯებს მოითხოვს პროვაიდერების მხრიდან. ეს არის ფაქტიურად ადგილი ინტერნეტში მუდმივად ჩართულ ვინჩესტერზე. იმის მიხედვით თუ ფიზიკურად სად დგას ეს "ვინჩესტერი" თქვენი საიტის ჩატვირთვის დრო განსხვავებული იქნება. ამიტომ ქართული ჰოსტინგის გამოყენება უკეთესია ვიდრე უცხოურის. არსებობს ასევე უფასო და ფასიანი ჰოსტინგი. ამ შემთხვევაში ფასი განისაზღვრება უკვე თქვენი საიტის მომსახურებითა და სხვა ტექნიკურ მხარდაჭერით. ძირითადად უფასო ჰოსტინგებზე შეზღუდულია გარკვეული სახის მოქმედებების ჩატარება. თუმცა დამწყებთათვის უფასო ჰოსტინგი საკმაოდ კარგია და რეკომენდაციასაც მას გავუწევ.

მე ამჯერად სწორედ ასეთ უფასო დომენსა და ჰოსტს ვიყენებ ჩემს ვებგვერდზე

No comments:

Post a Comment

შვიდი წამალი გამოფხეკილი საფულისთვის (ნაწყვეტი წიგნიდან: "ყველაზე მდიდარი ადამიანი ბაბილონში")

ბაბილონის დიდება გრძელდება .  საუკუნეების განმავლობაში მისი რეპუტაცია მოდის ჩვენთან , როგორც უმდიდრესი ქალაქებს შრის , მისი საგანძუ...