16 April 2012

პირველი ნაბიჯები საკუთარი ვებ გვერდის ასამუშავებლად

მას შემდეგ რაც მოვამზადეთ ჩვენი პროგრამა Adobe Dreamweaver-ი ჩვენ უკვე გვჭირდება პროგრამაში სამუშაო ინტერფეისის მომზადება. ამისათვის ვირჩევთ ფანჯრების განლაგებას დიზაინერის შაბლონით (1)


დასაწყისისთვის არ დაგვჭირდება პროგრამის სრული შესაძლებლობების გამოყენება და ამისათვის უბრალოდ რომ არ დაგვაბნიოს ჩავხუროთ ყველა ფანჯარა გარდა FILES (2) რომელშიც ნაჩვენები იქნება ის ფაილები რომლებიც გვექნება ათვირთული საიტზე.

ფანჯარაში FILES (2) განლაგებულია შემდეგი საჭირო ღილაკები:

  • Connect/Disconnect from remote host (3) - არის ჰოსტთან კავშირის დამყარება ან კავშირის დახურვა, ავტომატურად უკავშირდება ფაილის ატვირთვისას.
  • Refresh (4) - საიტის ლოკალური ფოლდერის განახლება, თუ პროგრამის გარეთ შეიტანეთ ფაილი, მაგალითად უბრალოდ ვინდოუსით პაპკაში რაიმე სურათის ჩაგდებისას მომენტალურად არ აისახება Dreamweaver-ში. საჭიროა ამ ღილაკის გამოყენება.
  • Get Files (5) - ხდება ფაილების გადმოწერა საიტიდან. ფაილებში იგულისხმება ყველა სახის ფაილი მათ შორის ის გვერდებიც რომლებსაც მომხმარებელი ათვალიერებს. ამასთან საჭიროა მანამდე მონიშნული იყოს რომელიმე ფოლდერი და ამ ფოლდერში არსებულ ფაილებს გადმოიწერს მხოლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში გადმოიტანს მთელს საიტს.
  • Put Files (6) - გამოიყენება ფაილების ასატვირთად, მაგალითად სურათის დამატების შემთხვევაში ის ავტომატურად არანაირად არ აიტვირთება რის გამოც უნდა მოვნიშნოთ იგი და დავაწვეთ ამ ღილაკს.
  • Synchronize with (7)- სინქრონიზაცია ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ინსტრუმენტია თუ თქვენ რამდენიმე კომპიუტერში ახდენთ თქვენი საიტის რედაქტირებას ან შევსებას. ამ ღილაკზე დაჭერით ხდება ავტომატურად გადამოწმება თუ რომელი ფაილი უფრო ახალია სერვესა და თქვენს კომპიუტერში და შესაბამისად ორვე მხარეს ძველი ფაილი იცვლება ახალი ფაილით.
  • (8) - ესაა გადამრთველი, რომელიც აჩვენებს თუ რომელი ადგილიდან ხდება ფოლდერებისა და ფაილების ჩვენება, ლოკალური კომპიუტერიდან თუ ჰოსტიდან ანუ საიტზე არსებული ფაილების

როგორც სურათში ჩანს დასაწყისისთვის როცა ჯერ არანაირი ფაილი არ გადმოგვიწერია და არც ჩაგვიმატებია ჩვენს საიტზე საჭიროა ჩვენს ჰოსტზე არსებული ფაილების მთლიანად გადმოწერა. ამისათვის მოვნიშნოთ ის მთავარი და ერთადერთი ფოლდერი რომელიც ჩანს ლოკალურ ხედვაში და დავაწვეთ ღილაკს Get Files (5). ამის შემდეგ ავტომატურად მოხდება ჰოსტთან კავშირის დამყარება და პროგრამა შეგვეკითხება გვსურს თუ არა მთლიანი საიტის გადმოწერა რაზეც რა თქმა უნდა ვთანხმდებით, შესაბამისად იწყება ფაილების გადმოწერა.

ჩვენს საიტზე ჩვენ თვითონ არაფერი არ აგვიტვირთავს და ამის გამო გადმოსაწერიც ფაქტიურად არაფერი არ იქნება გარდა ორი ფაილისა. ესენია:

  • .htaccess
  • default.php

.htaccess საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაილია და მას არ შევეხოთ ხოლო მეორე default.php ესაა ჰოსტის მიერ ავტომატურად ატვირთული ფაილი რომელიც მხოლოდ იმისთვისაა რომ საიტის მეპატრონეს აჩვენოს მისი საიტის მუშაობა. აქედან გამომდინარე ამ ფაილს დიდი მნიშვნელობა არ აქ თუმცა ჯერჯერობით მაინც ნუ წავშლით.

საიტის გახსნისას, თუ ლინკში ზუსტად არაა მითითებული რომელი ფაილი უნდა გაიხსნას მაშინ ბრაუზერი ავტომატურად ეძებს ფაილს სახელად index, ამასთან მის დაბოლოებას დიდი მნიშვნელობა არ აქ. აქედან გამომდინარე მოდით შევქმნათ ახალი ფაილი სახელად index.html ამისათვის გამოვიტანოთ მენიუ მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით პირდაპირ FILES (2) ფანჯარაში და დავაწვეთ New File. შექმნილ ფაილს დავარქვათ სახელი index ხოლო მისი დაბოლოება როგორც წესი ავტომატურად იქნება .html (თუ ასე არ იქნა ხელით მიუწერეთ. დარწმუნდით რომ სახელი თავისი დაბოლოებიანად არის index.html)


ახლა კი გავხნათ ეს ფაილი. პირველი რასაც უნდა დავაკვირდეთ ესაა თუ რომელ რეჟიმში გვაქ ჩართული ვებ გვერდის ჩვენება. კოდირების (9) რეჟიმში გამოჩნდება მხოლოდ კოდები, ხოლო დიზაინის რეჟიმში (10) ჩანს მხოლოდ ის ვიზუალური მხარე რომელის მსგავსიც უნდა შეიქმნას და გამოჩნდეს სტანდარტული მომხმარებლის ეკრანზე. ორივე შემთხვევაში შესაძლებელია რედაქტირება, თუმცა სწავლის მიზნით დიზაინის რეჟიმი დიდად არ გამოგვადგება. გადავრთოთ კოდირების რეჟიმში (9) და დავინახავთ რომ პროგრამამ ავტომატურად შექმნა გარკვეული კოდი რომელიც ჩვენთვის საკმაოდ კარგია, მითუმეტეს მაშინ როცა ჯერ ეხლა ვიწყებთ ყველაფრის ათვისებას.

კარგად თუ დავაკვირდებით აღმოვაჩნეთ რომ ყველაფერი არც თუ ისე რთულია როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. დასაწყისისთვის დავაწეროთ გვერდს სათაური, ის რაც ბრაუზერის თავზე უნდა გამოჩნდეს. ამისათვის ჯერ მოვძებნოთ თაგები <head> და </head>. მათ შორის მოთავსებული მთიანი კოდი რაც არ უნდა იყოს არ ჩანს გვერდის ჩატრვირთვისას თმცა წარმოადგენს ერთგვარ წინაპირობების ნაკრებს რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ვებგვერდისთვის. ერთერთი ასეთი თაგია <title> და </title>. მათ შორის მოთავსებული ტექსტი არის ზუსტად თქვენი ვებ გვერდის სათაური. სტადარტულად "Untitled Document" (უსახელო დოკუმენტი) ერქმევა პროგრამის მიერ და თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ როგორც მოგესურვებათ. ამის შემდეგ დავაწვეთ შენახვას ფაილ მენიუდან ან უბრალოდ კლავიატურაზე Ctrl+S ღილაკების კომბინაციას და დავინახავთ რომ გვერდი შენახვისთანავე ავტომატურად აიტვირთება სერვერზე და გამოჩნდება ინტერნეტში.

1 comment:

  1. ძალიან სასარგებლო ინფორმაციაა, მადლობა :)

    ReplyDelete

შვიდი წამალი გამოფხეკილი საფულისთვის (ნაწყვეტი წიგნიდან: "ყველაზე მდიდარი ადამიანი ბაბილონში")

ბაბილონის დიდება გრძელდება .  საუკუნეების განმავლობაში მისი რეპუტაცია მოდის ჩვენთან , როგორც უმდიდრესი ქალაქებს შრის , მისი საგანძუ...