16 April 2012

დომენის და ჰოსტის რეგისტრაცია

ამ გაკვეთილში მოცემული იქნება კონკრეტული დომენისა და ჰოსტის რეგისტრაცია, ამიტომ თქვენ თუ უკვე გაქვთ ნუღარ შეწუხდებით კითხვით და გადადით შემდეგ გაკვეთილზე.

პირველ რიგში ავღნიშნავ რომ სწავლის თვალსაზრისით მე გამოვიყენებ უფასო დომენს და ჰოსტს, ხოლო თქვენ ის გამოიყენეთ რაზეც თავად მიგიწვდებათ ხელი.

დომენის რეგისტრირებისათვის შევიდეთ საიტზე dot.tk და პირველივე გვერდზე ჩავწეროთ ჩვენთვის სასურველი დომენი


თუ დომენი უკვე რეგისტრირებულია გამოგითანთ შეტყობინებას "Domain already taken, please select another" ხოლო თუ დომენი თავისუფალია ავტომატურად გადახვალთ მომდევნო გვერდზე სადაც უნდა მიუთითოთ სხვა დამატებითი პარამეტრები.

ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდება ჰოსტის გარკვეული პარამეტრები რომელიც უნდა მივუთითოთ დომენის რეგისტრირებისას ან მის შემდეგ.


პირველ რიგში ავირჩიოთ "use DNS" (1) ხოლო შემდეგ "Your own DNS" (2). ამის შემდეგ გამოვა შესავსები 4 ველი (3) სადაც უნდა ჩაიწეროს უკვე ჰოსტის ის DNS რომელიც თქვენთვისაა განსაზღვრული. ჩვენს შემთხვევაში ესაა ns01.000webhost.com და ns02.000webhost.com და შესაბამისად ველებში "server name" (3) ვწერთ მათ, ხოლო IP რჩება ცარიელი. ასევე მისათითებელია რეგისტრაციის ხანგრძლივობა რომელიც 1-დან 12 თვემდეა და შესაბამის დროს ვუთითებთ (4) და ვწერთ უსაფრთხოების კოდს (5). ამის შემდეგ უკვე საიტი გვთხოვს ან უკვე რეგისტრაციის შემთხვევაში სისტემაში შესვლას ან თავიდან რეგსიტრირებას რომელიც მარტივია და დამოუკიდებლადაც მოახერხებთ.

ვებჰოსტინგისთვის მე გამოვიყენებ ჰოსტ 000webhost-ს. მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს რომ "php" და "mysql" სკრიპტების მანიპულირების საშუალებას იძლევა დამატებითი რედაქტორის გარეშე, პირდაპირ საიტიდან.

რეგისტრაცია 000webhost-ზე მარტივად მიმდინარეობს და ამას დაწვრილებით აღარ განვიხილავ. მხოლოდ ვიტყვი რომ "Sign Up"-ზე დაჭერის შემდეგ ველში "I want to host my own domain (domain must be registered already)" უნდა ჩავწეროთ ჩვენი დომენი, ხოლო ველი "I will choose your free subdomain (recommended)" ცარიელი უნდა დარჩეს! შემდეგ შეგვყავს ჩვენი სახელი, მეილი, პაროლი ორჯერ და უსაფრთხოების კოდი. ვეთანხმებით წესებს და ვაწვებით "Create My Account". ამით რეგისტრაცია დასრულებულია

თქვენს ჰოსტზე შესვლისას გამოჩნდება თქვენი დომენი (ან დომენების სია რომელიც თქვენ დაარეგისტრირეთ), მის გასწვრივ დომენის სტატუსი და "Go to CPanel" - კონტროლ პანლეში შესვლა. კონტროლ პანელში ბევრი ღილაკის არსებობამ არ დაგაბნიოთ და ნურც შეეცდებით ყველას მნიშვნელობის გაგებას, ეს უბრალოდ არ დაგჭირდებათ. საჭირო ღილაკებს ნელნელა განვიხილავ გაკვეთილებში

ჰოსტზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ თქვენს მეილზე მოვა შეტყობინება რომელშიც ეწერება თქვენი საიტის პარამეტრები. ეს მეილი ძალზედ მნიშვნელოვანია და არ წაშალოთ!

No comments:

Post a Comment

შვიდი წამალი გამოფხეკილი საფულისთვის (ნაწყვეტი წიგნიდან: "ყველაზე მდიდარი ადამიანი ბაბილონში")

ბაბილონის დიდება გრძელდება .  საუკუნეების განმავლობაში მისი რეპუტაცია მოდის ჩვენთან , როგორც უმდიდრესი ქალაქებს შრის , მისი საგანძუ...