16 April 2012

პროგრამული მხარის სრულად გამართვა

მთელი კურსის განმავლობაში მე გამოვიყენებ Adobe Dreamweaver-ს და შესაბამისად მოცემულ გაკვეთილშიც აგიხსნით თუ როგორ უნდა გამართოთ იგი ისე რომ აღარ დაგჭირდეთ სხვა დამატებითი პროგრამები.

პირველ რიგში შევქმნათ ჩვენი საიტის ანალოგი ჩვენს კომპიუტერში. ეს ძალიან მარტივია, უბრალოდ მიუთითეთ თქვენს კომპიუტერში ერთი ფოლდერი ნებისმიერ ადგილას, სადაც შეინახება თქვენი საიტის ფაილები (ან შექმენით ახალი). შემდგომ ამისა გავხსნათ Adobe Dreamweaver-ი რომელიც თავად უნდა მოიპოვოთ ინტერნეტის საშუალებით, არ მგონია რომ ეს ძალიან გაგიჭირდეთ.

როდესაც ჰოსტზე დარეგისტრირდით ალბათ მოგივიდოდათ მეილი რომელშიც დაწვრილებით წერია ის პარამეტრები რომელიც ახლა დაგვჭირდება. Adobe Dreamweaver-ში ავირჩიოთ მენიუ Site -> Manage Sites და გამოტანილ ფანჯარაში ავირჩიოთ ღილაკი "New".


გამოტანილ ფანჯარაში ავირჩიოთ Site (1) ტაბი და შემდეგ ტექსტურ ველში Site Name ჩავწეროთ ის სახელი რაც გვინდა. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქ რას ჩაწერთ. ეს სახელი საჭიროა მხოლოდ იმისათვის რომ მომავალში რამდენიმე საიტის არსებობის შემთხვევაში მარტივად იყოს შესაძლებელი მათი ერთმანეთისგან გარჩევა. ველში Loval Site Folder უნდა მივუთითოთ იმ ფოლდერის სრული მისამართი რაც ჩვენ შევქმენით. არსებობს ორი ვარიანტი: პირველი ესაა ხელით ჩაწერა და მეორე ჩვეულებრივ მოძებნა ფოლდერის ღილაკის (4) მეშვეობით. ამ ყველაფრის შემდეგ უნდა გავხსნათ ის მეილი რომელშიც მოცემულია ჰოსტის მიერ გამოგზავნილი საიტის პარამეტრები.


ამის შემდეგ უკვე უნდა მივუთითოთ სერვერთან დასაკავშირებელი პარამეტრები. დავაჭიროთ ტაბს Servers (5) და შემდეგ "+" ღილაკს (6).


ამის შემდეგ გამოვა ასეთი ფანჯარა სადაც უნდა ჩაიწეროს შემდეგი მონაცემები:
  • Server Name - ვწერთ სერვერის სახელს (skola.tk)
  • Connect Using - ჩამონათვალიდან ვირჩევთ FTP
  • FTP Adress - ვწერთ შესაბამის FTP მისამართს რომელიც ციფრების სახით უნდა იყოს (31.170.160.91)
  • Username - მომხმარებლის სახელი რომელიც ჰოსტმა მოგანიჭა ამ კონკრეტული დომენისთვის (a7225437)
  • Password - დომენის პაროლი რომელიც თავად მიუთითეთ სულ თავიდან, დომენის ჩაწერისას და არა ზოგადად ჰოსტზე რეგისტრირებისთვის (ყველა დომენს თავისი დამოუკიდებელი პაროლი უნდა ქონდეს)
  • Root Directory - უნდა ჩაიწეროს ის ფოლდერი სერვერზე რომელშიც იქნება განთავსებული საწყისი გვერდი და შესაბამისად საიტის ყველა სხვა ფაილი (/public_html/)
  • Web URL - ვუთითებთ თავად საიტის მისამართს ტესტირებისთვის (http://skola.tk)

ამის შემდეგ გადავდივართ ღილაკზე Advanced (7) და მოვნიშნოთ Automaticaly upload files to server on Save და დავაწვეთ ღილაკს Save. შემდეგ კიდევ ერთხელ უნდა დავაწვეთ ღილაკს Save და უკვე ფანჯარაში Manage sites არ დაგვავიწყდეს დავაწვეთ Done ღილაკს.

ამ ყველაფრის შემდეგ როგორც კი დავარედაქტირებთ ფაილს და დავაწვებით შენახვას ფაილი მაშინვე ავტომატურად აიტვირთება სერვერზე და განთავსდება ინტერნეტში.

No comments:

Post a Comment

შვიდი წამალი გამოფხეკილი საფულისთვის (ნაწყვეტი წიგნიდან: "ყველაზე მდიდარი ადამიანი ბაბილონში")

ბაბილონის დიდება გრძელდება .  საუკუნეების განმავლობაში მისი რეპუტაცია მოდის ჩვენთან , როგორც უმდიდრესი ქალაქებს შრის , მისი საგანძუ...