12 August 2019

ყველაზე მდიდარი ადამიანი ბაბილონში (ქართულად)


ამონარიდი 1926 წელს გამოშვებული ჯორჯ კლასონის წიგნიდან: "ყველაზე მდიდარი ადამიანი ბაბილონში", რომლის ქართულენოვანი ელექტრონული ვერსიის შეძენა შესაძლებელია PayHip-ზე


ოქროს პირველი კანონი
ოქრო სიხარულით და მზარდი რაოდენობით მიდის ნებისმიერ ადამიანთან, ვინც გადადებს საკუთარი შემოსავლებიდან არანაკლებ ერთი მეათედისა, რათა შექმნას სამკვიდრო თავისი მომავლისა და მისი ოჯახისათვის.

ნებისმიერი ადამიანი, ვინც თავისი შემოსავლის ერთ მეათედს მუდმივად გადადებს და გონივრულად განახორციელებს მის ინვესტიციას, აუცილებლად შექმენის ღირებულ ქონებას, რომელიც მომავალში მას შემოსავალებს მოუტანს და იმის შემდეგაც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მისი ოჯახისთვის, თუ ღმერთები მას ბნელეთის სამყაროში დაუძახებენეს კანონი ყოველთვის ამბობს, რომ ოქრო სიხარულით მოდის ასეთ ადამიანთანმე ნამდვილად შემიძლია ამის დამოწმება საკუთარ ცხოვრებითრაც უფრო მეტ ოქროს ვაგროვებ, მით უფრო ადვილად მოდის ჩემთან და უფრო გაზრდილი რაოდენობითოქრო, რომელსაც ვზოგავ, უფრო მეტს შოულობს, ისევე როგორც თქვენი იზავს, და მისი შემოსავალებიც მეტს მოიტანენ, და ეს პირველი კანონის მოქმედებაა.“


ოქროს მეორე კანონი
ოქრო შრომისმოყვარედ და გულმოდგინედ შრომობს ბრძენი მფლობელისთვის, ვინც მოუძებნის მას მომგებიან საქმეს, გამრავლდება ისე, როგორც ველზე ცხვარი.

ოქრო, ნამდვილად, შრომისმოყვარე მუშაა. ის მუდამ მრავლდება, როგორც კი შესაძლებლობა წარმოუჩნდება. ყველა ადამიანთან, ვისაც აქვს ოქრო საგანძური გადადებული, შესაძლებლობა მოდის მის ყველაზე მომგებიანად გამოყენებისთვისროგორც წლები გადის, ის მრავლდება გასაოცარ რეჟიმში.“


ოქროს მესამე კანონი
ოქროს მიისწრაფვის დამცველ ფრთხილ მეპატრონისკენ, რომელიც აბანდებს მათ დაბანდებაში გამოცდილი ადამიანების  სიბრძნის გათვალისწინებით.

ოქრო, მართლაც, ფრთხილი პატრონისაკენ მიემართება, ისევე როგორც გაურბის უდარდელ პატრონს. ადამიანი, რომელიც ეძებს რჩევებს ფულის საქმეებში განსწავლული კაცებისგან, მალე სწავლობს, რომ საფრთხე არ შეუქმნას მის საგანძურს, არამედ შეინარჩუნოს უსაფრთხოდ და დატკბეს მისი თანმიმდევრული ზრდით.“


ოქროს მეოთხე კანონი
ოქრო უქრება იმ ადამიანს, რომელიც მას აბანდებს ისეთ ბიზნესში ან მიზნებში, რომლებსაც იგი არ იცნობს ან რომლებიც არ არის აღიარებული ამ საქმეში გამოცდილების მიერ.

ადამიანი, რომელიც ფლობს ოქროს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გამოცდილი მისი მართვაში, მისი გამოყენების მრავალი გზა ეჩვენება მეტად მომგებიანად. ძალიან ხშირად ისინი გაჟღენთილია დაკარგვის საფრთხით, და თუ სწორადაანალიზებენ ბრძენი ადამიანები, ნახავენ მოგების მცირე შესაძლებლობასმაშასადამე, ოქროს გამოუცდელი მფლობელი, რომელიც საკუთარ განსჯას ენდობა და აბანდებს იმ ბიზნესში ან მიზნებში, რომელთაც იგი არ იცნობს, ხშირად აღმოაჩენს რომ მისი აზრები და გეგმები არასრულყოფილი იყო და იხდის თავის საგანძურს თავისი გამოუცდელობისთვის. ნადმვილი ბრძენი არის ის, ვინც საკუთარ საგანძურს აბანდებს ამ საქმეში გამოცდილი ბრძენი ადამიანების რჩევების გათვალისწინებით.“


ოქროს მეხუთე კანონი
ოქრო გარბის იმ ადამიანისგან, ვინც აიძულებს მას მიიღოს შეუძლებელი მოგება, ან ვინც მიჰყვება ეშმაკი ხალხის მომთაფლავ რჩევებს ან ვინც ენდობა საკუთარ გამოუცდელობას და რომანტიკულ სურვილებს ინვესტიციაში.

ფანტასტიკური წინადადებები, რომლებიც თავგადასავლების ზღაპრებივით აღფრთოვანებენ, ყოველთვის მოდიან ოქროს ახალ მფლობელთან. როგორც ყოველთვის, ისინი მის საგანძურს ჯადოსნურ ძალებს ანიჭებენ, რაც საშუალებას მისცემს მას შეუძლებელი შემოსავალი მიიღოს. დააკვირდით ბრძენ ადამიანებს, რადგან მათ ჭეშმარიტად იციან რისკი, რომელიც დიდი სიმდიდრის მიღწევის გეგმას ემუქრება.“

No comments:

Post a Comment

შვიდი წამალი გამოფხეკილი საფულისთვის (ნაწყვეტი წიგნიდან: "ყველაზე მდიდარი ადამიანი ბაბილონში")

ბაბილონის დიდება გრძელდება .  საუკუნეების განმავლობაში მისი რეპუტაცია მოდის ჩვენთან , როგორც უმდიდრესი ქალაქებს შრის , მისი საგანძუ...